ხელისუფლებამ საახალწლო ნაძვის ხე თეატრალური მოედნიდან ცენტრალურ პარკში გადაიტანა

საახალწლო ნაძვის ხე თეატრალურ მოედანზე აღარ იქნება

მოულოდნელ;ად, ოზურგეთის მერიამ, ნაძვის ხის მონტაჟი საკუთარი ადმინისტრაციული შენობის წინ, ცენტრალურ პარკში დაიწყო.

ნაძვის ხის ლოკაციის ცვლილების მიზეზს ოზურგეთის მერიაში არ განმარტავენ, ვრცელდება ხმები, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი თეატრალური მოედნის საპროტესტო გამოსვლების ეპიცენტრად ქცევა გახდა.

არადა ბოლო, მინიმუმ 30 წლის განმავლობაში, მთავარი ნაძვის ხე, ოზურგეთში, თეატრალურ მოედანზე იდგა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share