ბიძინა ივანიშვილი არის მკვდარი სული, რომელმაც ამოწოვა და ჩაუკლა სული, ვისაც მისწვდა- ზაზა ბურჭულაძე

მწერალ ზაზა ბურჭულაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არის არსება, რომელსაც “აცვია ბრიონის კოსტიუმი და რომლის მიღმაც მკვდარი სულია.“

როგორც ბურჭულაძემ  განაცხადა, “ბიძინამ ამოწოვა და ჩაუკლა სული ვისაც მისწვდა და მას იმ ახალგაზრდების ეშინია, რომლებიც დღეს ქუჩაში დგანან და ერთმანეთის და სამშობლოს სიყვარულით უფეთქავთ გული.“

”ის არის მკვდარი სული, რომელმაც ამოწოვა და ჩაუკლა სული, ვისაც მისწვდა, ამიტომაც ეშინია მას იმ ახალგაზრდების, რომლებსაც გული უფეთქავთ და სავსე აქვთ სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულით. სული და გული აერთიანებთ მათ და სწორედ ამისი ეშინიათ იმ მკვდარ არსებებს. ეს არის ბრძოლა სიკვდილ-სიცოცხლის. 

ამაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში არაფერი ყოფილა და არც იქნება. 9 აპრილსაც იყო საოცარი ერთიანობის განცდა, მაგრამ მაშინ იყო საბჭოთა ურჩხულთან ბრძოლა და არავინ იყო ამ პროტესტის მიღმა. მე დღეს გაოგნებული ვუყურებ ამ მდუმარე, გატრუნულ ხალხს, რომლებიც მეგობრები გვეგონნენ და ხმას არ იღებენ. არ არის ეს ერთიანობის ძალა, ძალიან ბევრი ადამიანი ვდგავართ, ვიჩეხებით, ვიწამლებით, მაგრამ ჩვენ გვიკვირს იმათი, ვინც ხმას არ იღებენ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share