ცხოვრებას ცუდად დაამთავრებ, ჩაგსვამენ შენს აკვარიუმში და იქიდან ვეღარ გამოხვალ – გიული ჩოხელი ივანიშვილს

ჯაზ-მომღერალი, გიული ჩოხელი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მოუწოდებს გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობს, რომ თავად გააგზავნის წერილს და მის ტრიბუნალს მოითხოვს.

როგორც ჯაზ-მომღერალმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, თუ ბიძინა ივანიშვილი დროულად არ გადადგება ცხოვრებას ცუდად დაამთავრებს.

“რამდენიმე დღეს გაძლევ, შენ ხარ თავი და თავი ამ უბედურების, გადადექი ვიდრე დროა“, – ამბობს ჩოხელი.

”ესენი არიან მკვლელები, დაქირავებული მკვლელები. რა გინდა ჩვენგან, რა გინდა, ჩემ მოთმინებას ნუ ცდი, იცოდე შენ ცხოვრებას ცუდად დაამთავრებ, რამდენიმე დღეს გაძლევ, შენ ხარ თავი და თავი ამ უბედურების, გადადექი ვიდრე დროა, იმიტომ რომ შენ მალე, ძალიან მალე ტრიბუნალში ამოყოფ თავს. მთელი საზღვარგარეთი ადგება ფეხზე და მოითხოვენ შენს გასამართლებას, ჩაგსვამენ შენს აკვარიუმში და იქიდან ვეღარ გამოხვალ. სანამ დროა, გადადექით, თქვე მკვლელებო. არც კი გრცხვენიათ, თქვენ კაცები ხართ?! არ ხართ ადამიანები, ქართველები რომ არ ხართ ფაქტია, სისხლი და ტვინი არეული გაქვთ. გული არ გაქვთ, მარტო ჯიბეში იყურებით. გადადექით დროზე, იმიტომ რომ შეგარცხვენთ მსოფლიო, ვერსად გამოყოფთ თავს, შეიცოდეთ თქვენი შვილები, რომელსაც ქართველი შეაფურთხებს და მკვლელის შვილი ხართო ეტყვიას“, – განაცხადა გიული ჩოხელმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share