საქართველო და ქართველი ერი ივანიშვილის კოოპერატივი არასდროს იქნება – პეტრე კოლხი

არავითარი დათმობა და მოლაპარაკება, ეს დიქტატორული რეჟიმი უნდა დასრულდეს ქვეყანაში – ამის შესახებ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე  პეტრე კოხლმა განაცხადა.

მისი თქმით, “საქართველო და ქართველი ერი ივანიშვილის კოოპერატივი არასდროს იქნება.“

”საუკუნეა ქვეყანაში არაფერი შეცვლილა, ვუბრუნდებით გასაბჭოების პერიოდს, გვეგონა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა აღარ მოგვიწევდა, მაგრამ ივანიშვილმა ისევ რუსეთში დაგვაბრუნა, თავის გოშიებთან ერთად. პირველი დღიდან ვდგავარ აქ, ჩემს შვილებთან ერთად და ვიდგები ბოლო წამამდე, ვინაიდან არ დავუშვებთ საქართველოს გასაბჭოებას. არასდროს იქნება საქართველო და ქართველი ერი ივანიშვილის კოოპერატივი“, – განაცხადა პეტრე კოლხმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share