ჩვენ შევედით რეჟიმში, რომელიც თავის მოქალაქეებზე ნამდვილ ტერორს ახორციელებს – სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ შევედით რეჟიმში, რომელიც წამების გამოყენებით, უყოყმანოდ ახორციელებს ნამდვილ ტერორს თავის მოქალაქეებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილის შეფასებით, “ეს არის რუსული სტილის რეჟიმი.“

”ქვეყანამ არამარტო დაიწყო ადამიანის უფლებების შეზღუდვა, არამედ ჩვენ შევედით რეჟიმში, რომელიც წამების გამოყენებით, უყოყმანოდ ახორციელებს ნამდვილ ტერორს თავის მოქალაქეებზე, ახალგაზრდებსა და საზოგადოების სხვადასხვა ფენებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის რუსული სტილის რეჟიმი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share