„სანქციები განხილვის პროცესშია, უმაღლეს დონეზე – ყველა, ბაიდენიდან დაწყებული ბლინკენით დამთავრებული, დიდი განგაშით უყურებს იმას, რაც საქართველოში ხდება” – დაფნა რენდი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თანაშემწე, დაფნა რენდი ამბობს, რომ ვაშინგტონი “ჯერ კიდევ განიხილავს” საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს.

რენდის თქმით, სანქციების დაწესების საკითხი “განხილვის პროცესშია, უმაღლეს დონეზე”. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კომენტარს თეთრ სახლშ მომუშავე ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

“საქართველოში უკვე მრავალი თვეა, რაც 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით არის შემაშფოთებელი ნიშნები. ჩვენ ვნახეთ მართლაც შემაშფოთებელი ნიშნები, მათ შორის, უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღება, რომელიც სინამდვილეში სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობისკენ იყო მიმართული. ასე რომ, არჩევნების დღემდე ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით და ვმუშაობდით ხელისუფლებასთან, რათა გამოგვეხატა ჩვენი შეშფოთება ქართველების თავისუფალი და სამართლიანი ხმის მიცემის შესაძლებლობის შესახებ…

ჩვენ მივყვებით ქართველი ხალხის სურვილებს. ქართველმა ხალხმა ხმამაღლა და გარკვევით განაცხადა, რომ მათი მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებაა. და აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს ქართველი ხალხის სურვილებს…

ყველა, პრეზიდენტი ბაიდენიდან დაწყებული ბლინკენით დამთავრებული, დიდი განგაშით უყურებს იმას, რაც საქართველოში ხდება”, – თქვა რენდიმ რაუფოღლუსთან საუბარში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share