საპროტესტო აქციის ფარგლებში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ სასტიკ და ძალადობრივ მოპყრობაზე ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საუბრობს.
სამოქალაქო პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტის” დამფუძნებელი აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა გაუპატიურების მუქარას, ფსიქოლოგიურ ძალადობას, ძარცვასა და სხეულის ნაწილების მოტეხვის მცდელობას.
ყოფილი ომბუდსმენის შეფასებით, ძალადობაგამოვლილი ადამიანებისთვის არა მხოლოდ იურიდიული დახმარების გაწევაა საკმარისი, არამედ საჭიროა, რომ მოქალაქეები ფსიქორეაბილიტაციას გადიოდნენ.
”იყო ძარცვა, იყო ფსიქოლოგიური ძალადობა, მათ შორის, გაუპატიურების მუქარა. ქალების მიმართ იყო ფსიქოლოგიური ძალადობა სექსუალურ ნიადაგზე, ასევე ძარცვის შემთხვევები, წყლის შესხმის, სხეულის ნაწილების მოტეხვის მცდელობის და ამისი მუქარა, იარაღით მუქარის შემთხვევებიც იყო. კიდევ უფრო მეტი რამ გახდება ცნობილი, რადგან ბევრი მსხვერპლი ჯერ ვერ საუბრობს. აუცილებელია, ცხელი ხაზი კოორდინირებულად შექმნან და უფასო დახმარება გაუწიონ, მათ შორის, ფსიქოთერაპიული მიმართულებით, რადგან მათ პოსტტრავმული აშლილობები და სინდრომი აღენიშნებათ. მხოლოდ იურიდიული დახმარება საკმარისი არ არის, უნდა ხდებოდეს მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაცია”, – ამბობს ნინო ლომჯარია.