არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართეს, რომელზეც დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ გატარებული ღონისძიებები მიმოიხილეს და სანქცირების პროცესზე ისაუბრეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, სანქციების ადრესატები მიანიშნებს იმაზე, თუ ვინაა პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე.
როგორც ყოფილმა დიპლომატმა გიგი გიგიაძემ აღნიშნა, მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაცია არც სამომავლოდაა მოსალოდნელი.
“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის თქმით, “ქართული ოცნების” აღიარება დასავლური დემოკრატიული სამყაროს მხრიდან წარმოუდგენელია.”ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არ გეგმავს ქართული დელეგაციის ლეგიტიმურობის ცნობას, რომლის შემადგენლობაშიც ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან. 26-27 იანვარს ევროკავშირის წევრი, ასპირანტი და კანდიდატი ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციის ლეგიტიმურობა შეწყვეტილია, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად ქართულ დელეგაციას არ მისცეს ვიზები” – განაცხადა ნინო ევგენიძემ.