აშშ-მა მეტი უნდა გააკეთოს და საქართველოში კრიზისზე პასუხისმგებელი პირებისთვის სახაზინო სანქციები შემოიღოს – შაჰინი

“აშშ-მა მეტი უნდა გააკეთოს და კრიზისზე პასუხისმგებელი პირებისთვის სახაზინო სანქციები შემოიღოს”, – ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს.

“მიუხედავად იმისა, რომ მიხარია საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმდინარე ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებზე დამატებითი სავიზო შეზღუდვების დაწესება, შეერთებულმა შტატებმა მეტი უნდა გააკეთოს და ამ კრიზისზე პასუხისმგებელ პირებისთვის სახაზინო სანქციები შემოიღოს. ქართველ ხალხს ჩვენი დახმარება სჭირდება,” – წერს სენატორი ჯინ შაჰინი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share