„ხელისუფლებას ახალგაზრდებზე ხელის აღმართვას ვერასდროს ვაპატიებ“ – ნაირა გელაშვილი

„ხელისუფლებას ახალგაზრდებზე ხელის აღმართვას ვერასდროს ვაპატიებ“  – ამის შესახებ მწერალმა, ნაირა გელაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ძალადობა მომიტინგეების მიმართ „უნდა შეფასდეს როგორც გახანგრძლივებული 9 აპრილი“.

„უკიდურესად კრიტიკული პოზიცია მაქვს ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ახალგაზრდებზე ხელი აღმართა. პირადად, ამას მათ ვერასოდეს ვაპატიებ. იმ ჩამსხვრეულ სახეებს და გაუბედურებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც ეს ტრავმა მთელი ცხოვრება გაჰყვებათ, ვერ ვაპატიებ ვერც წარსულ და ვერც ახლანდელ ხელისუფლებას. ეს [დღეები] უნდა შეფასდეს როგორც გახანგრძლივებული 9 აპრილი, რადგან აქ მასობრივი მოწამვლა მოხდა. ვუსმინეთ ექიმებს, რომ ეს არის უცნობი ნივთიერება, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების სერიოზულ დაავადებას. ეს არის ის ტრაგიკული მდგომარეობა, როდესაც რუსის ჯარის ნაცვლად, საკუთარი ხელისფულება თავის ხალხს ასე გაუსწორდა, ჩემთვის ეს არის ტრაგედია“, – თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ნაირა გელაშვილმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share