“ამინდითაც რომ რუსეთში გავიღვიძეთ… ამ ყინვაშიც რომ ამდენი ხალხი გარეთაა, ხომ უნდა ხვდებოდე, რომ ამის გაჩერება შეუძლებელია” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევის პროცესს გამოეხმაურა. ჯაფარიძემ პროცეს მასკარადი უწოდა და აღნიშნა, რომ “ოცნების” არალეგიტიმური ხელისუფლება აღიარებას ვერ მოიპოვებს ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ.

“არანაირი პრეზიდენტის არჩევა იქ არ ხდება, ეს არის შაპიტო, ასე პატარა ბავშვები თამაშობენ. მთავარი არის აღიარება. ამ არჩევნებს, ამ პარლამენტს და ამ პარლამენტის გადაწყვეტილებებს არ აღიარებს არავინ. ჩვეულებრივი მასკარადია.

მნიშვნელოვანია, რომ ხალხი იყოს გარეთ. ხალხი არ აღიარებს, ოპოზიციური სპექტრი არ აღიარებს და გარედან არავინ აღიარებს. აღიარება კი არა სანქციები მოხვდებათ ახლა ძალიან მალე.

ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, თვითონაც ესმით, რომ ეს იზოლაცია კარგს არაფერს მოუტანთ. რას იზამს ეს ყაველაშვილი ირანში ჩავა? ივლის აქეთ იქით უნგრეთში? მეტი ხელს არ ჩამოართმევს არავინ. სასაცილო ფიგურა, ბიძინას მორიგი ზებრაა. ცხადია ყველაფერს გააკეთებენ რომ აღიარება მიიღონ, მაგრამ შანსი არ აქვთ, გამორიცხულია.

ამინდითაც რომ რუსეთში გავიღვიძეთ დღეს, არხანგელსკის ამინდია, ამ ყინვაში რომ ამდენი ხალხი გარეთ რომაა გამოსული, ხომ უნდა ხვდებოდე რომ ამის გაჩერება შეუძლებელია. “- განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share