„მიწვეული ვიყავი პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციაში ვახშამზე, რომელსაც ესწრებოდა თვითონ, მისი ადმინისტრაცია; გამახარა მათმა შეფასებამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე“ – პაატა ბურჭულაძე

პაატა ბურჭულაძე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სოციალური ქსელით თავად მსოფლიო ბანი ავრცელებს და წერს:

“გუშინ მქონდა პატივი მიწვეული ვყოფილიყავი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეზიდენცია The Mar a Lago Club-ში ვახშამზე სადაც ესწრებოდა თვითონ,  მისი ახალი ადმინისტრაცია და ბევრი პატივცემული  სტუმარი. მქონდა საშუალება შევხვედროდი და გავსაუბრებოდი ბევრ მათგანს. მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს სტეფენ მილერს. დიდი სიამოვნება იყო ილონ მასკის გაცნობაც.ძალიან  გამახარა მათმა  შეფასებამ  საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.” წერს პაატა ბურჭულაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share