”როგორც მოგეხსენებათ, დღეს 7 საათისთვის დავაანონსეთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება. ეს არის საზეიმო ღონისძიება, რომელიც პირველ რიგში, ეკუთვნის ჩვენს პატარებს, ბავშვებს, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც კი იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით. ჩვენ პროვოკაციებთან დაკავშირებით გუშინაც მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ისინი ემზადებოდნენ პროვოკაციის მოწყობისთვის და არ მისცემდნენ პატარებს საახალწლო ზეიმის გამართვის შესაძლებლობას. ამ ფონზე, ლოგიკურია, ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ, ჩვენს თანამოქალაქეებს, იმ ადამიანებს ვინც მოდიოდა აღნიშნულ ღონისძიებაზე, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე შეკრებილია თბილისის საკრებულოსთან ბავშვებთან, პატარებთან ერთად და რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და გვინდა მათ მოვუწოდებთ დაშლისკენ. ბავშვების ინტერესები რადიკალურ ოპოზიციას, რომ არაფრად მიაჩნია, ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც სკოლებში პოლიტიკური კამპანია წამოიწყეს ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს”-