ქვეყნები, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა

ქვეყნები, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა – სია ასე გამოიყურება:

  • ყაზახეთი – ნურსულთან ნაზარბაევი (1991; 1995)
  • თურქმენეთი – საფარმურატ ნიაზოვი (1992)
  • ერაყი – სადამ ჰუსეინი (1995;2002)
  • სირია – ბაშარ ალ ასადი (2000; 2007)
  • ჩრდ.კორეა – კიმ ჩენ ინი (2019)
  • საქართველო – მიხეილ ყაველაშვილი (2024)

“ოცნებამ” პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა –  ყაველაშვილმა ერთ-კანდიდატიან არჩევნებში 225 ხმიდან 224 ხმა მიიღო. გააბათილეს ადა მარშანიას ბიულეტენი, რომელმაც ყაველაშვილს ხმა არ მისცა.

“ქართულმა ოცნებამ” ერთკაციანი არჩევნები დილის 9 საათიდან დაიწყო. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს – ადგილზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტთან შავი კვამლი გაუშვეს.

ახალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად “ქართული ოცნებისგან” იყო დაკომპლექტებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share