“ქართული ოცნების” რეჟიმმა პრეზიდენტობა მიხეილ ყაველაშვილს “გადასცა”, რათა აბუჩად აიგდონ ქართველი ხალხი”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ქართული ოცნების” რეჟიმმა პრეზიდენტობა ყოფილ ფეხბურთელს, მიხეილ ყაველაშვილს “გადასცა” – ანტიდასავლურ ფიგურას, რომელიც სპეციალურად შეარჩიეს, რათა აბუჩად აიგდონ ქართველი ხალხი და საქართველო რუსეთის ორბიტაში ჩააბეტონონ. ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაშვილია” – წერს კოლსი.