ამ შავნიღბიან კაცებმა მინდა ნახონ ეს ფოტო და შეხედონ სახეზე. ეს ბიჭი სერგეია, 58-ე არმიის სატანკო ნაწილიდან 19 წლის. 2008 წლის 11 აგვისტოს ფხევენში ავიყვანეთ ტყვედ, იმ შეტაკებაში, სადაც ორი ჩვენი გმირი მებრძოლი დაეცა.
არაამქვეყნიურად გამწარებულებმა, მაინც პატივით მოვექეცით ტყვეს. და ახლა გეკითხებით, ბიჭებო, თქვენ რა უფლებით, რა კაცობით ურტყამთ ხელებაწეულ ქართველ გოგო-ბიჭებს თავში ფეხებს, ანწუხელიძის მკვლელების მსგავსად?
გრცხვენოდეთ! ეს ქვეყნის სიყვარული კი არაა, ეს ღალატია! ღალატია ფორმისა, რომელსაც თქვენს თანამებრძოლებს 1 სამმართველოდან ომში ეცვათ.
ძალა, ღირსება, მოვალეობა ეს უნდა იყოს თქვენი კრედო, თქვენი იდეალი! და თუ ამას ვერ აღიარებთ, მაშინ რა გაგრძნობინებთ პატივს თქვენივე ქვეყანაზე?
გამარჯვება საქართველოს
წერს სოციალურ ქსელში ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, ბესო ქათამაძე. და ცხინვალთან ქართული ჯარისკაცების მიერ ტყვედ აყვანილ რუსი ჯარისკაცის ფოტოს ავრცელებს.