”14/12/2023, საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ერთ წელიწადში ერთპარტიულმა მმართველებმა გადადგეს ყველა შესაძლო ნაბიჯი ევროკავშირის გზის წინააღმდეგ, რათა საბოლოოდ გააუქმონ იგი. კანონ-კანონ [ყოველი კანონის მიღების შემდეგ] საქართველო რუსეთად იქცევა. მაგრამ ქართველები არ დანებდებიან!”
წერს X-ზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ის ერთი წლის წინ მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთპარტიული ქართული ოცნება ამ გზიდან გადასახვევად ყველაფერს აკეთებს.
ქართულმა ოცნებამ მიიღო რუსული კანონი, ასევე ჰომოფობიური კანონი.
ამასთან, 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული ოცნება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
აღნიშნულ განცხადებას საქართვეელოს სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში უწყვეტი პროტესტი მოჰყვა, რომელიც მე-18 დღეა გრძელდება.