რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ გერმანიაში სეზონური დასაქმებისთვის – რეგისტრაცია დაიწყო

დღეიდან, 15 თებერვლიდან, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო.

დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • 18 წლიდან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
  • გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
  • ფიზიკური ჯანმრთელობა;
  • მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
  • ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
  • გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე : http://workabroad.moh.gov.ge/

გერმანიაში დასაქმების მსურველმა დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს facebook გვერდს ან დაუკავშირდეს ცხელ ხაზს – 1505.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 96
    გერმანიაში სამუშაოდ წასვლის პორტალზე 2 კვირაში საქართველოს 94 281 მოქალაქე დარეგისტრირდადასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, გერმანიაში სამუშაოდ წასვლის პორტალზე 2 კვირაში საქართველოს 94 281 მოქალაქე დარეგისტრირდა. სააპლიკაციო ფორმის შევსება 15 თებერვალს დაიწყო, პორტალის ამოქმედებიდან 24 საათში 35 121 ადამიანი იყო დარეგისტრირებული, 1 კვირაში - 86 395. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური…
    Tags: საქართველოს, გერმანიაში, დასაქმება, პორტალზე, მოქალაქე, დასაქმების, სეზონური, ან, ენის, თვით
  • 90
    პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლესაქართველოს საპატრიარქო პატრიარქ ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს აქვეყნებს, რომელსაც "გურიის მოამბე" სრულად გთავაზობთ: "ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო,   ქრისტე აღდგა!   „არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო ! – შევა ცათა…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 89
    საიდუმლო სერობა- დღეს დიდი ხუთშაბათიაიერუსალიმში დიდებით შესვლიდან მეოთხე დღეს იესომ თავისი თორმეტი მოწაფე შეკრიბა და საბოლოოდ დამოძღვრა: "ნუ იქნება თქვენ შორის ცილობა, ვინ უფრო დიდია, არამედ უდიდესი იყოს, როგორც უმცირესი და წინამძღვარი, როგორც მსახური... მე ვარ თქვენ შორის, როგორც მსახური, თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში - ჩემს გვერდით მყოფნი" (ლუკა 22,24-30). და რადგან უწყოდა,…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 89
    გაყიდოს საპატრიარქომ ხატებზე აჩორჩხლილი ოქრო-ვერცხლი და ღარიბები დააპუროს- დეკანოზიდეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.   ილია ჭიღლაძე სამების სახურავის გაყიდვას და თანხის გაჭირვებულებისთვის დარიგებას ითხოვს.   “საქართველოში 6 წლიდან 16 წლამდე 10404 ბავშვი სკოლის გარეშეა! ეს ნიშნავს, რომ 6 წლიდან 16 წლამდე ასაკის ათიათასზე მეტი ბავშვი და მათ დამატებული მათი 6…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები