მარგუს ცაჰკნა – საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს

მოუთმენლად ველი საგარეო საქმეთა საბჭოს – საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მოუთმენლად ველი საგარეო საქმეთა პირველ საბჭოს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ კაია კალასთან ერთად. ბევრი გვაქვს სასაუბრო. უნდა ვაიძულოთ რუსეთი შეცვალოს თავისი კურსი. ჩვენ გვაქვს სახსრები. მათი უკრაინაში გაგზავნა დიდი ხანია დაგვიანებულია.

საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს“, – წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ოფიციალური ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და მას პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share