ემიგრანტების აქცია მიუნხენში – უცხოეთში მყოფი ქართველები ახალ არჩევნებს ითხოვენ

“ქართული ოცნება“ გადაიქცა “რუსულ კოშმარად“, “არა რუსულ რეჟიმს“ – ამ შინაარსის პლაკატებით  ქართველი ემიგრანტები მიუნხენის ქუჩებში გავიდნენ.

საქართველოს მოქალაქეებმა სასტიკად ნაცემ და ნაწამებ ადამიანებს მხარდაჭერა გერმანიიდან გამოუცხადეს.

უცხოეთში მყოფი ქართველები ახალ არჩევნებს და უკანონოდ დაპატიმრებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

მიუნხენში შეკრებილებს ხელში ეჭირათ სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ადამიანების ფოტოსურათებიც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share