ოცნება ვერ ხედავს, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია – მაია ფანჯიკიძე

”მმართველი პარტია, ქართული ოცნება ვერ ხედავს, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია. დემოკრატიულ ქვეყნებში ხელახალი არჩევნები ბევრად ნაკლები ხასიათის კრიზის გამოც დაუნიშნავთ. ამის ვერდანახვა, არდანახვა და ჯიუტად იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც უკვე რამდენიმე დღეა ვხედავთ, განსაკუთრებით 28 ნოემბრის შემდეგ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ კონფლიქტის განმუხტვა და ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა არ აინტერესებთ – იმიტომ, რომ ახალი არჩევნები ამ საკითხს მოაგვარებდა და ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანდა. ოღონდ, ამას წინ უნდა უძღვოდეს აქციებზე უკანონოდ დაკავებული ყველა ადამიანის გათავისუფლება”-

თქვა საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ TV პირველთან საუბარში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share