რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება საქართველოს დე ფაქტო პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც დღეს 5 ქვეყანას, მათ შორის რუმინეთს “ევროკავშირის საბჭოზე ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირების გამო” მადლობა გადაუხადა.
რუმინეთის საგარეო უწყების თანახმად, მათი პოზიცია “არასწორად იქნა წარმოდგენილი”.
“ღრმად იმედგაცრუებული ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოდგენის გამო. ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგთან დაკავშირებით და ქართველი ხალხის ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივად ჩახშობის გამო”, – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.