გურიის მოამბე

“ძალიან მნიშვნელოვანია“ – პრეზიდენტის ძმა ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ხვალინდელ გამოსვლაზე

ეს არის ევროპარლამენტარების ზეწოლის და მუშაობის შედეგი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ მოცემულობაში უთმობენ დროს ასეთ გამოსვლას, – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ძმა, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში ხვალინდელ გამოსვლას.

ოთარ ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ქართველი ხალხის მყარ პოზიციაზე გაამახვილებს ყურადღებას, რათა ევროპარლამენტში ნახონ, როგორ ეწინააღმდეგება საზოგადოება ხელისუფლებას.

”მე მგონი ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ რა არის ქართველი ხალხის პოზიცია, რომელიც არის ძალიან მყარი. საჭიროა, ევროპარლამენტში ნახონ, როგორ ვეწინააღმდეგებით ამ ხელისუფლებას.

მარშები და აქციები კარგია, მაგრამ ეს არის ერთი ნაბიჯი მოქმედებების, მეორე ნაწილი პირდაპირ მიმართულია სამართლადამცეველებზე, და მესამე გზა არის საერთაშორისო დახმარება, რომლის შეგდებსაც ხვალ ვნახავთ“, – ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის ძმას მომავლის პროგნოზირება უჭირს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ყოველდღიური აქციები და მარშები შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

პროგნოზირება რთულია, სასწორზე ვართ, ცოტა დაქანებაც საკმარისი იქნება, რომ მთლიანად ჩამოიშალოს, მაგრამ როდის მოხდება ეს, არ ვიცით. საჭიროა ყოველდღე, თუნდაც ერთი საათი მაინც მოვიდეთ“, – ამბობს ის.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით 18 დეკემბერს, თბილისის დროით 11:30 საათზე გამოვა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share