გურიის მოამბე

ანრი ჯოხაძესა და ნინი ბადურაშვილს საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის 25 250 ლარს გადაუხდიან

ანრი ჯოხაძესა და ნინი ბადურაშვილს, 29 დეკემბერს ლაგოდეხში საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ბიუჯეტიდან 25 250 ლარს გადაუხდიან.

ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, “ქართული ოცნების” მთავრობა საახალწლო ღონისძიებებისათვის 15 მილიონ 800 ათას  ლარს დახარჯავს.

100 ზე მეტმა მუსიკოსმა უარი განაცხადა სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობაზე.

მათ შორის არ არიან ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი, რომლებსაც 29 დეკემბერს ლაგოდეხში საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ბიუჯეტიდან 25 250 ლარს გადაუხდიან.

„ქართული ოცნების“ მთავრობა საახალწლო ღონისძიებებისათვის 15 მილიონ 800 ათას ლარს დახარჯავს.

როგორც “ნეტგაზეთს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, აღნიშნული თანხა კონცერტებსა და საახალწლო სოფლებზე დაიხარჯება, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 65 მუნიციპალიტეტში მოეწყობა“, – წერ გამოცემა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share