გარ­დაც­ვლი­ლი 14 წლის გო­გოს ძმა, სუ­ლი­კო ცე­ცხლა­ძე, უარ­ყოფს, რომ ბა­ბუა და ბი­ძე­ბი მის დაზე ძა­ლა­დობ­დნენ

ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქა­ქუთ­ში, გარ­დაც­ვლი­ლი 14 წლის გო­გოს ძმა, სუ­ლი­კო ცე­ცხლა­ძე, უარ­ყოფს, რომ ბა­ბუა და ბი­ძე­ბი მის დაზე ძა­ლა­დობ­დნენ.

„დე­და­სა და ბა­ბუ­ას კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი იყო დე­დის მიერ ჩემ­ზე და დებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა. ბავ­შვო­ბა­ში დედა ჩვენ­ზე ძა­ლა­დობ­და. თავ­ზე რაც ია­რე­ბი მაქვს, დე­დის მი­ყე­ნე­ბუ­ლია და თმას ვერ ვი­პარ­სავ. ნი­ნის ფაქ­ტის შემ­დეგ არ უძა­ლა­დია გო­გო­ზე არც ბა­ბუ­ას და არც ბი­ძებს“, – გა­ნუ­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლი გო­გოს ძმამ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

გარ­დაც­ვლი­ლი 14 წლის გო­გოს ბიძა ტა­რი­ელ ცე­ცხლა­ძე გა­მო­ძი­ე­ბამ გა­მო­კი­თხა. ის მე­დი­ას­თან აცხა­დებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბას ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. მისი თქმით, ნი­ნიმ ჩა­ი­დი­ნა გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა და მას­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო. გოგო არ უცე­მია, შეს­ძულ­და და არ ელა­პა­რა­კე­ბო­და.გარ­დაც­ვლი­ლი 14 წლის გო­გოს დედა, მერი რო­მა­ნა­ძე აცხა­დებს, რომ ბა­ბუა და ბა­ბუ­ის ძმის­შვი­ლე­ბი ნი­ნი­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ. ამის შე­სა­ხებ გო­გომ დე­დას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი კვი­რით ად­რეც უამ­ბო.

ცნო­ბის­თვის, გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 10 თე­ბერ­ვალს გავ­რცელ­და. ამის შემ­დეგ შსს-მ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მად, პო­ლი­ცი­ამ ქო­ბუ­ლეთ­ში 16 წლის ასაკს მი­უღ­წევ­ლის სხე­ულ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შეღ­წე­ვის ბრალ­დე­ბით, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა.

ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

საქ­მე­ზე დღეს მო­ზარ­დის ბა­ბუა და­ა­კა­ვეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share