გურიის მოამბე

ნუცა ბუზალაძეს ახალციხეში საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, 18 000 ლარს გადაუხდიან

ნუცა ბუზალაძეს ახალციხეში, საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, ბიუჯეტიდან 18 000 ლარს გადაუხდიან. ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

მათი ცნობით, მთავრობა საახალწლო ღონისძიებებისათვის 15 მილიონ 800 ათას ლარს დახარჯავს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ აღნიშნული თანხა კონცერტებსა და საახალწლო სოფლებზე დაიხარჯება, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 65 მუნიციპალიტეტში მოეწყობა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share