სლოვაკი ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი აცხადებს, რომ ევროპარლამენტში პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა პატივია. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
არ შეგვიძლია, განზე გავდგეთ მაშინ, როცა ქართველი ხალხი თავისუფლებას იცავს. ევროპარლამენტში პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა პატივი და ჩვენი მოვალეობის შეხსენებაა,- წერს მირიამ ლექსმანი.ცნობისთვის, დღეს, თბილისის დროით დაახლოებით, 11:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტარებს მიმართავს.