“სანქციები დამძიმდება შეერთებული შტატების მხრიდან სახაზინო სანქციები იქნება, ფინანსური სანქციები. მე არ მიყვარს ზოგადად ამაზე საუბარი, მაგრამ ვიცი, რომ მოლოდინები არის ამასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. შემდეგი რაც იქნება, ალბათ, ვვარაუდობ, რომ ევროკავშირიდან, თუ სრული შეთანხმება არ მოხდება, ცალკეული ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აქტორია, ცალკეული ქვეყნების მხრიდან იქნება სავიზო სანქციები, მათ შორის, ფინანსურიც.
“ქართული ოცნება” უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ის ხელჩამოურთმეველია და ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მას აღიარება არ ექნება. ამიტომ, ვიდრე, ჯერ კიდევ, რაღაც სიცოცხლის ნიშანწყალი დარჩენიათ, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ემზადონ ახალი არჩევნებისთვის.”- განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა და პარტია “ახალის” თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ.