ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ გადაცემა კომენტარში განაცხადა: “არ დაგაჭერინებთ და არ გაგატანთ” – ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრისას, პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ლიდერი საკუთარი სიტყვის დროს ამას იმეორებდა. შინაარსიც ეს არის, რომ არავინ აპირებს, ხარკი გადაუხადოს გავრილოვს ადამიანის თავისუფლების სახით. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ თუ ვინმე იყო დასაკავებელი გავრილოვის ღამის სისხლიან მოვლენებთან დაკავშირებით, ეს იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს უმაღლეს თანამდებობებს იკავებდნენ. ბურთი ახლა ქართული ოცნების მოედანზეა, ჩვენ ვამბობთ უბრალოდ იმას, რომ არ ვაპირებთ, ნიკა მელია უბრძოლველად, უსიტყვოდ, საკუთარი ნებით გავატანოთ და გავრილოვის პატიმრად ვაქციოთ”.-განაცხადა ბოკუჩავამ.