კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკებს.
მისი თქმით, ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილის მიერ ყურადღება გამახვილდება ახალი არჩევნების აუცილებლობაზე და არალეგიტიმურ პარლამენტზე, რომელიც საქართველოს ამაჟამად ჰყავს.
პირველ რიგში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ზოგადად ყველგან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით და ჩვენი ხალხის სახელით ვინმემ ილაპარაკოს .
ძალიან სწორხაზოვანი, ხისტი და სამართლიანია ამ ვითარებაში, გამბედავიც მე ვიტყოდი და ბუნებრივია, ის ისაუბრებს იმაზე, რომ ახალი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია და საქართველოში ახლა გვყავს არალეგიტიმური პარლამენტი და არალეგიტიმური პრეზიდენტი”, – ამბობს ნიკა გვარამია.
საქართველოს პრეზიდენტი ზუსტად ნახევარ საათში ევროპარლამენტის ტრიბუნას დაიკავეს და სიტყვით გამოვა. სალომე ზურაბიშვილი უკვე მეორედ გამოდის ევროპარლამენტში. ის პირველად ორი წლის წინ მიიწვია რობერტა მეცოლამ.