გურიის მოამბე

“ოცნების” ძალადობრივ რეპრესიებს ფინანსური სანქციებით უნდა ვუპასუხოთ – კარდინი

ბენ კარდინი ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ მომიტინგეებზე თავდასხმაში ბრალდებული თითოეული პირი ფინანსური სანქციების დაწესებით პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

”უკრაინის ბრძოლა არის ასევე ბელარუსის დემოკრატიული ძალების და ქართველი ხალხის ბრძოლა. ამ გულადმა ერებმა ნათლად აჩვენეს, რომ სურთ დემოკრატია და ადამიანის უფლებების პატივისცემა. [..] გვერდზე უნდა დავუდგეთ ქართველებს, რომლებიც იცავენ კონსტიტუციაში აღბეჭდილ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, “ქართული ოცნების” ძალადობრივი რეპრესიების მიუხედავად. ფინანსური სანქციებით უნდა ვუპასუხოთ მათ, ვინც გეგმავს და ახორციელებს ამ თავდასხმებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას კარდინის გარდა ხელს ესტონეთის, იტალიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ესპანეთის და უკრაინის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები ან/და მათი მოადგილეები აწერენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share