ევროპის მოედნიდან საპროტესტო მარშით დაძრული გურულები ახალი საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნას და უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას ითხოვენ – “გვიწერია, რომე მოვითხოვთ არჩევნებს ელანძე. უკანონოდ გასკვანჩული ყაზილარები უნდა გაათავისუფლონ”.
ნინო წილოსანთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას საპროტესტო აქციის მონაწილე პასუხობს – “არაა მაი გურული, გურული რომ იყოს, ასე არ მოიქცეოდა”.
შეგახსენებთ, დღეს, 19 დეკემბერს, გურულებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი, თავდაპირველად, ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და შემდეგ მარშით პარლამენტთან გადაინაცვლეს.
ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, “2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან”.