“ქართული ოცნება” არ ამბობს, “ქართული ოცნება” ბოდავს – ამის შესახებ მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა გურულების საპროტესტო მსვლელობის დროს განაცხადა.
მსახიობი ფიქრობს, რომ საპროტესტო აქციები, რომელიც საქართველოში 22-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს, ძალას და მუხტს დღითი დღე იკრებს.
“ქართული ოცნება” არ ამბობს, “ქართული ოცნება” ბოდავს. საპროტესტო აქცია იკრებს ძალას დღითი დღე, ამას მარტო მე არა, ნებისმიერი ადამიანი გრძნობს, თავადაც გრძნობენ და მაგიტომაც არიან აფართხალებულები”, – ამბობს დავით ბეშიტაიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს, 19 დეკემბერს, გურულებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი, თავდაპირველად, ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და შემდეგ მარშით პარლამენტთან გადაინაცვლეს.