უწყვეტის პროტესტის 22-ე დღე ბათუმში – სიცივისა და წვიმის მიუხედავად თავშეყრის ადგილი უცვლელია – მთავრობის სახლი და საკონსტიტუციო სასამართლო.
ამ წუთებშიც ახალგაზრდები, მათი მშობლები, სამოქალაქო სექტორი, მასწავლებლები და პოლიტიკოსები ქუჩაში დგანან და მომიტინგეების გათავისუფლებას, ახალ არჩევნებს და ევროპულ მომავალს ითხოვენ.
”არ გვინდა საბჭოთა კავშირი და არ გვინდა, რომ ბორშჩის საჭმელად თუმნებით ვიფრინოთ რუსეთში”, – ამბობს აქციის მონაწილე.