“ვის რაში აინტერესებს რუსული კანონი” – პრეზიდენტი

“ვის რაში აინტერესებს რუსული კანონი” – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მე შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, რომლებიც არიან გაურკვევლობაში. არიან ცოტა გაურკვევლობაში და მე ავუხსენი, რომ არ შეიძლება ამ დროს ქვეყანაში ჩამოსვლა, როდესაც შენ წარმოადგენ იმ ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. მათ ხმა უნდა ამოიღონ, როცა მათ წევრ ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება საქართველოში, ამიტომ ამის დაგმობა არის პირველი მოვალეობა ასეთი ორგანიზაციისგან. მე მათ ავუხსენი, რომ არც მანდატი და არც მოვალეობა არ არის, რომ რაიმე კომისია დანიშნონ მითუმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ რუსული კანონი. ვის რაში აინტერესებს რუსული კანონი. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ იტყუება ეს ხელისუფლება წლების მანძილზე – ხან მიაქვთ უკან, ხან არ მიაქვთ”, – ამბობს პრეზიდენტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share