საქართველოს ვერავინ გააჩერებს, არ გვეშინია – პრეზიდენტის პასუხი კობახიძეს

არ გვეშინია, აქ სიყვარული სუფევს, აქ სუფევს მხოლოდ მშვიდობა სიყვარული და თავისუფლება – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” პრემიერის მუქარასაც პასუხობს და ამბობს, რომ “არავის ეშინია”.

“საქართველოს ვერავინ გააჩერებს, საქართველო არასდროს თმობს, როცა მართალია და თქვენ მართლები ხართ”- თქვა მან.

”აქ ვართ დღეს, არ გვინდა არც ყვირილები არც სალომე, სალომე არც არაფერი. ეს არის ძალიან სიმბოლური ადგილას, სადაც ახლა თქვენს წინაზე ვდგავარ. აქ ამ სკოლაში სწავლობდა მამაჩემი. ჩემს ზურგს უკან, ილია და აკაკი გვიყურებს და ამ ახალ საქართველოს უყურებენ, რომელიც უკვე დაიბადა თქვენით. რომელიც ხვალ, ზეგ იქნება ძალიან ძლიერი, ევროპული საქართველო. ამას ვერავინ ვერ გააჩერებს. მართალია, თქვენ აქ რაღაცა 300 კაცი ხართ, მართალია დაგვიპატიმრებს სცენა, მიკროფონები, ყველაფერი, რაც შეიძლებოდა ორჯერ.

მართალია, რომ მე დამპირდნენ, რომ მალე გისოსების უკან ვიქნები, მაგრამ ჩვენ ხომ არ გეშინია, იმიტომ რომ აქ მხოლოდ სიყვარული სუფევს. ვინც ამბობს, რომ აქ ვინმესთან დაპირისპირება იბადება ეს არის კიდევ ერთი ტყუილი ბევრ ტყუილთა შორის. აქ არის მხოლოდ მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება. დღეს მოდიოდა მრავალი მარსი, ყველაზე მნიშვნელოვანი ანწუხელიძის მარში. სწორედ ანწუხელიძის წინაშე ვარ მე ვალდებული, თქვენ ხართ ვალდებული, რომ ვიყოთ ერთგული ის საქართველოსი, რომლისთვისაც იმან’ სიცოცხლე დადო და ანწუხელიძესთან ერთად ის უამრავი გმირი, რომელსამე საქართველოს წარსული არის. საქართველო არასდროს არ ეგუება, არ თმობს, როცა მართალია და საქართველო მართალია და მართალი ხარტ თქვენ”,- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share