“ონკოპაციენტები ევროპული მომავლისთვის” – ონკოპაციენტები დღეს საპროტესტო მარშს გამართავენ. მსვლელობა რუსთაველის მეტროდან 18:00 საათზე დაიწყება. მძიმე სენით დაავადებულები ქვეყანაში აზვირთებულ პროტესტს უერთდებიან და ამბობენ, რომ ევროპული მომავალი მათთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ უკვე 27 დღეა ქვეყანაში პროტესტია. მოქალაქეები ყოველდღიურად საპროტესტო მარშებს მართავენ, საბოლოო თავშეყრის ადგილი კი რუსთაველის გამზირია. მოთხოვნა შემდეგია: ახალი არჩევნები და უკანონოდ დაპატიმებულების გათავისუფლება.