პრეზიდენტმა ძალიან სწორი ნაბიჯი გადაგდა, როცა კიდევ ერთხელ მისცა შანსი 29 დეკემბრამდე ივანიშვილი და “ოცნების“ ხელმძღვანელები მივიდნენ მოლაპარაკებაზე, , – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, უნდა მოხდეს შეთანხმება, “ეს არის ყველაზე სწორი გზა და გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან.“
“არავის აქვს ილუზია, რომ დღეს ამისთვის ისინი მზად არიან. არ ველოდები, რომ ვინმე ამ ნაბიჯს გადადგამს “ოცნების“ მხრიდან“, – განაცხადა გამყრელიძემ.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია რა პროცესები განვითარდება შემდგომ- ჩვენ გვეყოლება ლეგიტიმური პრეზიდენტი, მაგრამ ისინი აპირებენ ყაველაშვილი გამოაცხადონ პრეზიდენტად, პარალელური პროცესები წავა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი უკვე გადაიზარდა ეკონომიკურ კრიზისში, რომელიც მოიმატებს. ჩემი ინფორმაციით, ამერიკაში თებერვალში მიღებული იქნება მეგობარი აქტი და კანონის ძალას შეიძენს ის ყველაფერი, რომელიც ახლა პროექტშია და გულისხმობს, მძიმე სანქციებს ივანიშვილიდან დაწყებული ყველა ხელმძღვანელი პირის მიმართ.
ჩემი პროგნოზით, მაქსიმუმ მარტში, აპრილში ხელისუფლება მივა იმ მდგომარეობამდე, ან თვითონ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, ან ჩამოიშლება და ავტომატურად დავდგებით ახალი არჩევნების წინაშე“, – განაცხადა გამყრელიძემ.