უკრაინაში საჰაერო განგაშია | შობის ღამეს ოკუპანტებმა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე, საჰაერო იერიში მიიტანეს

შობის ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე საჰაერო იერიში მიიტანეს. თავდაპირველად ინფორმაცია მხოლოდ ხარკივის რეგიონზე ვრცელდებოდა, თუმცა მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ რუსები ჩერნიჰივს, სუმს და პოლტავასაც უტევენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსები იყენებენ როგორც ე.წ. შაჰიდის დრონებს, ისე “კალიბრის” ტიპის რაკეტებსაც. ქვეყნის მაშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

ამ დროისთვის, ცნობილია, რომ ხარკივზე იერიშის მიტანის დროს, როცა რუსულმა არმიამ სულ მცირე 7 დრონი გამოიყენა, 2 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

*უკვე მეორე წელია, რაც უკრაინა შობას, ახალი კალენდრით, 25 დეკემბერს აღნიშნავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share