ხმაური იყო დღეს ოზურგეთის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა 2025 წლის ბიუჯეტი განიხილეს.
თუმცა განიხილეს პირობითია, რადგან სხდომის დაწყებამდე “ქართული ოცნების” უმკრავლესობის წარმომადგენლებს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში შესვლა ოპოზიციის მიერ მოწყობილ “სირცხვილის კორიდორში” მოუწიათ.
დეპუტატებს ოპოზიციიდან საკრებულოს სხდომათა დარბაზის შესასვლელში ივანიშვილის რ4ეჟიმის მიერ ბოლო დღეების მანძილზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ნაწამები და დასახიშრებული ადამიანების ფოტოები ეჭირათ ხელში და სხდომაზე მიმავალ დეპუტატებს პოზიციების დაფიქსირებას სთხოვდნენ.
რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა, სიტყვიერი დაპირისპირება კი ფიზიკურში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ოპოზიციის დეპუტაცია სხდომათა დარბაზში შევიდა.
“ქართული ოცნება” პრესსამსახურის წარმომადგენლის ცემაზე ალაპარაკდა, ოპოზიციიდან კი საუბრობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დეპუტატების ფიზიკურ შეურაცხყოფაზე და ერთ ერთი ტელეარხის ოპერატორის ცემაზე.
საბოლოოდ ადგილზე მოსულმა პოლიციამ ოპოზიცია სხდომათა დარბაზიდან გამოაძევა, თავად დარბაზს ალყა შემოარტყა და “ოცნებამაც” საჯარო მოხელეებისათვის ხელფასების მატების პროცედურა “უმტკივნეულოდ” განაგრძო.