ძალიან ლეგიტიმური კითხვაა – ნიკა მელია კელი დეგნანს მიმართავს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარემ, ნიკა მელიამ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ “ოცნების” მონების მიერ ხალხის თითქოსდა გასამართლებას არ შეეგუებიან და აქვე ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს მიმართა: “ძალიან ლეგიტიმური კითხვაა, ერთი რაუნდი, ორი რაუნდი, სამი რაუნდი, ოთხი რაუნდი, ოპოზიციას გვთხოვდა პარლამენტში შესვლას და დავუშვათ, რომ შევსულიყავით, ახლა მე გავსამართლდებოდი. რა თქმა უნდა, არა, რადგან ვისი ინტერესის სფეროში ვიქნებოდი. მონებს არ აქცევენ ყურადღებას, ღილაკის მიჭერისთვის სჭირდებათ”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share