“ამ მთავრობამ შვილიც მომიკლა და დისშვილიც გამიგიჟა” – აქციის მონაწილე

“ამ მთავრობამ შვილიც მომიკლა და დისშვილიც გამიგიჟა” – ამის შესახებ მოქალაქემ განაცხადა, რომელიც ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

ქალი ამტკიცებს, რომ მიუხედავად მისი შვილის მკვლელობისა, აქციაზე სხვისი შვილების ევროპული მომავლის დასაცავად დგას.

”მომღერლების სირცხვილი იყოს, რომ გამოჩნდება ტელევიზორში გადავრთავ. სირცხვილი, ხომ ხედავთ რამდენი ბანერია გამოკრული. ბავშვებმა რომ არ დაინახონ ეს სისხლი და დამახინჯებული ადამიანები. ჩვენ დავდეთ პატივი მათ შვილებას, მათ მშობლებს რა ვუთხრა, მათი შვილების გამო ვართ ქუჩაში, თორემ მე უკვე მომიკლეს შვილი. ამ მთავრობამ შვილიც მომიკლა და დისშვილიც გამიგიჟა”, – ამბობს აქციის მონაწილე.

ცნობისთვის, უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, ბათუში მერიამ ნაძვის ხე საზეიმოდ აანთო, საახალწლო ღონისძიება აქციის პარალელურად მიმდინარეობს. ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე ხალხი მიკროავტობუსებით მოიყვანეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share