“ქართველი ხალხი ამ თამაშის წესებს, მართვის ავტორიტარულ, ტოტალიტარულ მეთოდებს არ იღებს” – ამის შესახებ პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.
მწერალი, რომელიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება, 28 დეკემბერს დაგეგმილი ერთობის ჯაჭვის მნიშვნელობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ “ხიდები არამარტო სივრცის, არამედ საქართველოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის დაკავშირებაა”.
”ქართველი ხალხი არ იღებს ამ თამაშის წესებს, ამ ავტორიტარულ და ტოტალურ მოდელს მართვისა. ჩვენ გყავს ერთმანეთი, ხალხს ეგულება ერთმანეთი. ეს მხარდაჭერა პირდაპირი მნიშვნელობით გამოიხატება ჯაჭვში. 7 ხიდია და ეს ხიდები არის დაკავშირება არამარტო სივრცის, არამედ მომავლის ერთმანეთთან დაკავშირება.
ჯაჭვით ხალხი ეუბნება რეჟიმს, რომ ლეგიტიმაციას არ აძლევს, ისევე როგორც ცივილიზებული სამყარო. თუ არსებობს რაიმე ტიპის გონიერება, უნდა შესმენილი იქნეს, მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ რეჟიმს არა აქვს თავისუფლება. რეჟიმი შეიძლება იყოს ეგოისტური, ბოროტი, საზარელი, მაგრამ მას ჰქონდეს რაიმე არჩევანი. ესენი შებოჭილი არიან ერთი ადამიანის ბოროტი განზრახვებით”, ამბობს რატი ამაღლობელი.
ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის! – სპონტანურად დაწყებული პროტესტიდან ერთი თვის თავზე ისტორიული დღეების შემოქმედები ისევ ქუჩაში, მაგრამ ამჯერად განსხვავებული ფორმატით გამოვლენ.
დედაქალაქის შვიდი ხიდი ხალხით გადაივსება და ხელჩაკიდებული ევროპელი მომავლის მცველები საკუთარ სიმტკიცეს კიდევ ერთხელ დაადასტურებენ. 28 დეკემბერს, 15:00 საათზე მეტეხის ხიდიდან ვახუშტის ხიდამდე ხალხი ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებს.
პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობის და მეტეხის ხიდებზე იქნება.