ბუკა პეტრიაშვილი სოცქსელში წერს:
ჩემს მოკრძალებულ აზრს გაგიზიარებთ: როგორც ევროპული კავშირის სანქციები არ ვრცელდება განზოგადებულად ამა თუ იმ ფერის პასპორტზე, არამედ ეხება უშუალოდ მათ მფლობელებს და მათი ოჯახის წევრებს, ისე არ ეხება პრეზიდენტის ლეგიტიმაციის საკითხი რომელიმე შენობას! ძალიან მკაფიოდ ჩანს ყოველდღიურად როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი 29-ის მერეც განაგრძობს ერთადერთ ლეგიტიმურ სახელისუფლებო ინსტიტუტად მოქმედებას და ფუნქციონირებას! სადაც ექნება სამუშაო სივრცე, იქ იქნება ადმინისტრაციაც, სასახლეც და კოორდინაციაც!იმ ყველაფრის მერე, რაც 28 ნოემბრის შემდეგ ივანიშვილის რეჟიმმა ქართველი ხალხის მიმართ ჩაიდინა, არ მგონია კიდევ დამატებითი, თანაც მოკლევადიანი “მძაფრი კადრების” შექმნის საჭიროება იყოს მსოფლიოს ყურადღების მისაქცევად! თანაც, სამწუხაროდ, უნდა დაგამშვიდოთ: ახალი წლის მერე ეგ რეჟიმი თავადაც იზრუნებს ასეთი ე.წ. კარწინკების კვლავ შექმნაზე რუსთაველზე თუ სხვაგან!ამ რეჟიმის არცერთ ელემენტს აღიარება აღარ უწერია არც ქვეყნის შიგნით და არც დემოკრატიულ სამყაროში! პირიქით, მათ მიმართ წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება გარედანაც და არ განელდება შიგნიდანაც!ასე რომ მოვემზადოთ 28-ში უმაგრესი ჯაჭვისთვის; 29-ში კაი მამაპაპური ….ხმაურისთვის და 31 ში ისტორიული საახალწლო ერთობისთვის!