თბილისში სასულიერო პირების შვილების მარში მიმდინარეობს – სასულიერო პირების ოჯახის წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ მათი არჩევანი ევროპაა.
დღეს იმიტომ გამოვედით, რომ ამ ქვეყანას ისევ რუსეთიზაციის პროცესში ჩაბმის საშუალება არ მივცეთ – ამბობენ მარშის მონაწილეები, რომლებიც ამ წუთებში პარლამენტისკენ მიემართებიან.
”ჩვენ სასულიერო პირების შვილები დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპა. ჩვენ კარგად ვიცით, რა გაგვიკეთა რუსულმა პოლიტიკამ. წაგვართვა მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის – ავტოკეფალია. დღეს იმიტომ გამოვედით, რომ ამ ქვეყანას ისევ რუსეთიზაციის პროცესში ჩაბმის საშუალება არ მივცეთ, საითაც ჩვენს ხელისუფლებას მივყავართ. არ დავკარგოთ ავტოკეფალია, რადგან კარგად გვახსოვს, თუ რა უქნეს თუნდაც ჩვენს ეკლესიებს. ჩვენ დღეს იმისთვის შევიკრიბოთ, რომ დავაფქისიროთ, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპაში, ბრძოლა ბოლომდე გაგრზელდება და ჩვენ ამ ბრზოლას აუცილებალდ ბოლომდე მივიყვანთ”, – ამბობს სასულიერო პირის შვილი.