ცოტახნის წინ გორში, ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ოზურგეთელი 50 წლამდე მამაკაცი, ს. იაჟიანი ემსხვერპლა. ის მსუბუქ ავტომობილს მართავდა.
როგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება ცნობილი, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავდა მის გერდით მჯდომი მგზავრი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შს-მ გამოძიება 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
ნინე ულუმბელაშვილი.
წყარო”გურიის მოამბე”