მეცოდებიან, რომ თავიანთ მომავალს ვერ ხედავენ, მე ნათქვამი მაქვს ეს- ყველა დიქტატორს ვურჩევ, დიქტატორების ბიოგრაფია წაიკითხოს, ამის შესახებ მხატვარმა, თეატრალური დეკორატორმა, გოგი ალექსი მესხიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალადობას ბუნება არავის ჰპატიობს.
“გაუნათლებელ ხალხთან მაქვს საქმე მე, სამწუხაროდ, რომლებიც პარალელურ სამყაროში არსებობენ და ჰყავთ თავიანთი ინერტული მასა“, – ამბობს მესხიშვილი.
”მეცოდებიან, რომ თავიანთ მომავალს ვერ ხედავენ, მე ნათქვამი მაქვს ეს- ყველა დიქტატორს ვურჩევ, დიქტატორების ბიოგრაფია წაიკითხოს. ბოლო მაგალითი ასადი გვაქვს, რომელსაც მთელი რუსეთი მხარში ედგა. იმ ხალხის ბიოგრაფიები წაიკითხოს, ვინც ძალაუფლებაში იყვნენ რა დაემართათ, მათ, მათ შვილებს და შვილიშვილებს. ძალადობას ბუნება არ გპატიობს.
გაუნათლებელ ხალხთან მაქვს საქმე მე, სამწუხაროდ, რომლებიც პარალელურ სამყაროში არსებობენ და ჰყავთ თავიანთი ინერტული მასა. იმათი იმედი აქვთ. ამ რეალობას, ახალაგაზრდობას არც იცნობენ. ეს ახალგაზრდობა სხვა დროში არიან გაზრდილები და სხვანაირად აზროვნებენ. გამოდის კობახიძე და ერთიდაიგივე სისულელეს იძახის, მეცოდება, გამოდგებული ჰყავთ წინ და მერე შეახოცებენ ხელს“, – განაცხადა გოგი ალექსი მესხიშვილმა.