ქალობისთვის მოკლული ქალები- დაუძლეველი ფემიციდი

ქალთა მიმართ ძალადობა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინ, ეს თემა ტაბუდადებული იყო. ახლა, საუბრობენ, შემთხვევებს განიხილავენ, პრობლემის გადაჭრის გზებზე დაობენ თუმცა, პრობლემა პრობლემა რჩება.

ალბათ, ძალადობა კაცობრიობის გაჩენისთანავე დაიბადა და მას შემდეგ, კაცობრიობასთან ერთად მოდის. სამწუხარო ის ის არის, რომ ფემიციდის მსხვერპლთაგან განსხვავებით არსად მიდის… თუმცა, ქალები ალაპარაკდნენ, სამართალდამცველებსაც მეტნაკლებისიხშირიანობით მიმართავენ და თავიანთი უფლებებისთვის იბძვიან.

 

საზოგადოება ძალადობის სხვადასხვა ფორმებს იცნობს, რომელსაც შესაბამისი ტერმინებით იხსენიებენ. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზებად სხვადასხვა ვერსიები სახელდება, ქალები ქალობისთვის კვდებიან.

 

მათზე ე.წ. ძლიერი სქესი დომინირებას ცდილობს, მაგრამ ქალები უმეტესად მრავალწლიანი წამების შემდეგ, ტანჯვით კვდებიან. სწორედ ასეთ ქალებს თურქმა ხელოვანმა ერთი უზარმაზარი სკულპტურა მიუძღვნა, რომელი მაღალ ქუსლიანი ფეხსამელებიც სამწუხაროდ, მალევე გაივსო… ამ ძეგლმა მეზობელ ქვეყანაში ტრაგიკული ტრადიცია დაამკვიდრა – ძალადობით მოკლული ქალის ფეხსაცმელებს ქუჩაში დებენ… 

მსოფლიოში ერთი ასეთი სკულპტურა რომ იყოს, უკვე რამდენი ქუსლიანი ფეხსამელი მიგვანიშნებდა ძალადობის მსხვერპლთა საგანგაშო ციფრებზე, ამას შემაშფოთებელი სტატისტიკაც გვიჩვენებს…  მაშინ, ემინე ბულუტი, 38 წლის ქალი, ყოფილმა ქმარმა ქალიშვილის თვალწინ კაფეში მოკლა.

 

 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც თავდასხმის მომენტებია ასახული, რამაც თურქეთში ოჯახური ძალადობის პრობლემის შესახებ პროტესტი გამოიწვია. სწორედ ეს შემთხვევა გახდა ახალგაზრდა ხელოვანისთვის ინსპირაციის წყარო, შეექმნა ისეთი ნიმუში, რომელსაც თვალს ვერავინ მოარიდებდა და ყველას შეახსენებდა ფემიციდის საზარელ შემთხვევებს.

 

თურქმა მხატვარმა ვაჰიტ ტუნამ სტამბოლის ცენტრში კედელი შექმნა, სადა 440 წყვილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია თავმოყრილი – თითოეული წყვილი ოჯახური ან სექსუალური ძალადობის შედეგად მოკლული ქალის შემთხვევას ასახავს.

 

მსოფლიოს ყველა კუთხიდან ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ მრავალი ისტორია გვესმის და ეს ქალებში ძალადობრივი სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. რაც შეეხება თურქეთს, იქაური ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ ქალთა დაახლოებით 40 პროცენტი ოჯახურ ძალადობას განიცდის, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში ყველაზე ტრაგიკული დასასრული აქვს.

 

ამ პრობლემების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, მხატვარ ვაჰიტ ტუნას მემორიალის შექმნის იდეა გაუჩნდა, რომელსაც სტამბოლში თვალს ვერავინ არიდებს. ამ ძეგლის მთავარი იდეა სწორედ ისაა, რომ საზოგადოების ყურადღება მიიპყროს და რეალობა ყოველთვის შეახსენოს.

 

ძეგლის მასშტაბი კი იმისთვისაა ასეთი დიდი, რომ ყველამ ნახოს, ყველამ რომელიღაც წერტილიდან დაინახოს. მან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აირჩია, როგორც ქალის ძალაუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, რომელზე ყველა ქალი ოცნებობს.

 

გლობალური პრობლემა – გენდერული ძალადობა ქალები მიმართ… 

 

ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულების სიხშირის გამო, ათასობით სამხრეთ აფრიკელმა ​ კეიპ-თაუნისა და იოჰანესბურგის ქუჩებში გენდერული ძალადობის შემთხვევები გააპროტესტა. 30-ზე მეტი სამხრეთ აფრიკელი ქალი ქმრებმა 2019 წლის აგვისტოში მოკლეს.

 

 

თურქეთში  გენდერული ნიშნით 15-დან 59 წლამდე ასაკის ქალების 38 პროცენტს თავს ესხმიან.

საფრანგეთის მთავრობამ ქალების დასაცავად დამატებითი ზომები მიიღო, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრებში 1 წლის განმავლობაში ახალი 1 000 ადგილი შეიქმნა, გადაწყვეტილება ქმრების ან პარტნიორების მიერ მოკლულ ქალთა რიცხვის ზრდა გახდა.

2017 წელს კანადაში გენდერული ძალადობის სტრატეგია დამტკიცდა, კვლევისა და მონაცემთა შეგროვებისთვის 76 მილიონი დოლარი გამოყო, ასევე გადარჩენილთა და მათი ოჯახების დახმარებისთვის.

 

ბოლო დროინდეკლი გენდერული ძალადობის სტატისტიკა – რა ხდება მსოფლიოში

 

2017 წელს მსოფლიოში 87 000 ქალი მოკლეს. მათგან მესამედზე მეტი მოქმედმა ან ყოფილმა პარტნიორმა იმსხვერპლა. ყოველწლიურად, გენდერული ძალადობის შესახებ გლობალური კამპანია იზრდება, რომელიც ამ დროისთვის, 300 მილიონ ადამიანამდე მიაღწია.

 

2020 წლის 25 ნოემბერი ყოველდღე, მსოფლიოში 137 ქალი მოქმედი, ყოფილi პარტნიორის ან ოჯახის წევრის მიერ კვდება – მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ოჯახური ძალადობის შედეგად მოკლული მსხვერპლის 64 პროცენტი ქალია. ხოლო გაეროს უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, ქალების 82 პროცენტი პარტნიორების ან ყოფილი პარტნიორების მიერ კვდებიან, – ფემიციდის შესახებ გაეროს ანგარიში.

 

 

ქალთა მიმართ ძალადობა ხშირად სტერეოტიპულ გენდერულ იმიჯს ემყარება, რომელიც მამაკაცებს ავტორიტარულ როლში ხედავს, რაც მათ ქალებზე დომინირების “უფლებას ანიჭებს”, მაგალითად, მიუთითებენ რა უნდა აკეთონ, როდის დაკავდნენ სექსით, როგორ ჩაიცვან და ა.შ.

 

გაეროს კვლევის ავტორების თანახმად, ისინი, ვინც ასეთ შეხედულებებს იზიარებენ, ქალთა მიმართ ლეტალური ძალადობისკენ უფრო მეტად მიდრეკილნი არიან. სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებში შედის განათლების დაბალი დონე, ბავშვობა და ძალადობა/ძალადობის სხვა გამოცდილება, ასევე ალკოჰოლის მოხმარება.

 

ქალებისთვის საშიში კონტინენტი – შემზარავი სტატისტიკა

 

ფემიციდის ყველაზე მაღალი რიცხვი აზიაზე მოდის, სადაც ქალეთა მკვლელობის 20 000 შემთხვევაა ცნობილი, შემდეგ აფრიკა მოდის 19 000 შემთხვევით. შედარებითი თვალსაზრისით, აფრიკა უფრო საშიში ადგილია ქალებისთვის 3.1 მკვლელობა 100 000 მოსახლეზე (აზია: 0.9).

ამერიკაში 1.6 დანაშაული ფიქსირდება, ევროპაში – 0,7 მკვლელობა ყოველ 100 000 ქალზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 90
    პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლესაქართველოს საპატრიარქო პატრიარქ ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს აქვეყნებს, რომელსაც "გურიის მოამბე" სრულად გთავაზობთ: "ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო,   ქრისტე აღდგა!   „არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო ! – შევა ცათა…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 90
    "120 წლის წინ გურულებმა შეგვიფარა "თათრები და ჩამოთრეულები" არასდროს უწოდებიათ" ბუკნარელი მუსლიმის სატკივარიბუკნარში (ჩოხატაური) რელიგიურ ნიადაგზე განვითარებულ პროცესებს ადგილობრივი ომარ ირემაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ეხმიანება და წერს: "120 წლის უკან როცა გურიაში აჭარიდან თურქის ბატონობასა და გაჭირვებას გამოქცეული ჩემი და ჩემი მეგობრების წინაპრები გადმოსულან მაშინდელ ადგილობრივ გურულებს მათთვის თათრები და ჩამოთრეულები კა არ უწოდებიათ, არამედ მიიღეს როგორც მტრის კლანჭებს გამოქცეული ძმები და…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 90
    ლეგენდა გიორგი კეკელიძეზე, რომელმაც “ღვთისმშობელი გადაარჩინა”ბავშვობისას, სკოლაში წასასვლელად რომ მამზადებდნენ, ერთ საღამოს, ბებიაჩემმა მითხრა, რომ არსებობს ქალი, რომელიც ყველა ქალზე და კაცზე კეთილია. ის ქალი - და ბებიამ ხელი ბებერი მსხლის ხისკენ გაიშვირა - იმ ხის თავზე რომ ვარსკვლავია, იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს და შენთვის ლოცულობს. ვარსკვლავზე ცხოვრება არ გამკვირვებია. ბავშვობაში არც ვარსკვლავები გვიკვრის და არც…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 90
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის საშობაო ეპისტოლე. „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი” (ფს. 81.6) უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები