უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს: “ბევრმა იკითხა, გაუპატიურების მუხლის ცვლილებას რომ ითხოვთ, ეგ ზუსტად რას ნიშნავსო, ამიტომ ასე აგიხსნით:
გაუპატიურება არის როცა ადამიანს არ უნდა სექსი და შენ ფეხებზე იკიდებ იმას რა უნდა და მაინც აუპატიურებ.
დღევანდელი რედაქციით კი ეს არ კმარა, დღევანდელი მუხლის მიხედვით მსხვერპლი ნაცემიც უნდა იყოს.
მოსთხოვო გაუპატიურებულ მსხვერპლს, რომ თავი მაგრად აცემინოს მოძალადეს – ძალიან არაადამიანურია. სხვა ქვეყნებში ნაცემიც თუა მსხვერპლი, ეგ დამამძიმებელში გადის.
პ.ს. დაფეთებულებს შევახსენებ, რომ მტკიცებულებები ყველაფერს სჭირდება”.-წერს პატარაია.