მამა კირიონი ხვდებოდა ირაკლი ღარიბაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, მამუკა ბახტაძეს და შეხვდა გიორგი გახარაიასაც- განცხადება ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებაზე, დავით გარეჯის თემაზე საუბრისას გააკეთა.
მეუფე იაკობი ამბობს, რომ გარეჯაში მოღვაწე მამა კირიონი მისი მეგობარია, გარეჯის მცველია და სამონასტრო კომპლექსის აღდგენაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული.
მეუფე იაკობმა გარეჯაზე საუბრისას 2012 წელი და მაშინდელი პრობლემები გაიხსენა
2012 ში ყველას გახსოვთ როცა პატარა პრობლემასავით გაჩნდა, ეპისკოპოსებიც ვიყავით მრევლთან ერთად ჩასულები…წინა საღამოს გამოვიდა ბატონი ბოკერია და ბრძანებდა იმას რომ არ წახვიდეთ ყველაფერი კარგად არის, გადაწყვეტილიაო. ვერც მაშინდელ ხელისუფლებას დაუჯერებ, როცა გარეჯს ეხება საქმე და ვერც ნებისმიერ სხვა ხელისუფლებას…მერე მართლაც ძალიან მალე, რამდენიმე დღეში მოგვარდა ეგ ამბავი, მაგრამ ჭირმა ისევ თავი იჩნა და პირადად მე ვიცი რამდენჯერ ხვდებოდა მამა კირიონი თუნდაც ღარიბაშვილს, თუნდაც კვირიკაშვილს, თუნდაც ბახტაძეს, გახარიასაც შეხვდა და ნამდვილად ვიცი რომ ღარიბაშვილსიგან მაშინვე მხარში დგომა წამოვიდა და მაშინდელი უშიშროების საბჭოდან გულით ჩაებნენ – ამბობს მეუფე იაკობი.
ამბიონიდან მან თავდაცვის მინისტრის დამსახურებებს გაუსვა ხაზი:
მე რაც შეხება მქონია საქართველოსთან ურთიერთობაში არასდროს არ შეშლია ღარიბაშვილს…ისეთი რამე გაუკეთებია დღეს ბევრ ცუდს ვართ არიდებული. მოვა დრო და მაგასაც ვიტყვი – ამბობს მეუფე იაკობი.
მისივე შეფასებით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სადემარკაციო კომისიიდან ყოფილმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაუშვა და ამით მან “ღირსეული ნაბიჯი” გადადგა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეში, პროკურატურის ერთ ერთი მთავარი მოწმე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ სწორედ მამა კირიონია, რაც შეეხება ღარიბაშვილის წვლილს – ირკვევა რომ სწორედ ის მივიდა საპატრიარქოსი რუსეთიდან ჩამოტანილი რუკებით ხელში.